ქეთი კაპანაძე - კარმა
ბუკია ვახანია, 156 Kurfürstenstraße, 10785 ბერლინი, გერმანია
13 მარტი - 18 აპრილი, 2026
ბუკია ვახანია ბერლინის საგამოფენო სივრცეში მასპინძლობს ქართველი ხელოვანის ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას "კარმა”.
კაპანაძე ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებამ ადგილობრივ კონტექსტში გადამწყვეტი როლი იქონია კონცეპტუალური ხელოვნების ფორმირებასა და განვითარებაში. იგი საბჭოთა პერიოდის იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც ხელოვნების ენა ოფიციალური იდეოლოგიური დისკურსის მიღმა ჩამოაყალიბა. ამ თაობისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ფორმის განახლება, არამედ თავად ხელოვნების ფუნქციის გადააზრება. მის შემოქმედებაში ხელოვნება იქცა სივრცედ, სადაც შესაძლებელი გახდა იდეოლოგიური ნარატივების გადახედვა და დამოუკიდებელი, კრიტიკული პოზიციის ფორმირება.
ამ თვალსაზრისით, „კარმა“ შეიძლება განვიხილოთ როგორც ისტორიული გამოცდილების გაგრძელება. თუ წარსულში ეს რეზისტენტობა იდეოლოგიური დისკურსისგან გათავისუფლებას ნიშნავდა, დღეს იგი იძენს ონტოლოგიურ განზომილებას და მიმართულია ყოფიერების სტრუქტურის, კერძოდ, მატერიის უწყვეტი ტრანსფორმაციის გააზრებისკენ.
გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს ხელოვანის სხვადასხვა ეტაპზე შექმნილ ნამუშევრებს — ადრეულ ფოტოსერიას „შექსპირის კითხვა“ (2003), „ჰარმონიულ საქმიანობას“ (2019–2020) და უახლეს დიდფორმატიან ალუმინის სერიას „კარმა“ (2026).
ქეთი კაპანაძის იუმორისტული არსებები არსებობენ ადამიანსა და ელემენტარულ ნაწილაკებს შორის და მიანიშნებენ ჩვენი წარმოშობის პირველსაწყისებზე. მის ნამუშევრებს მუდმივად თან სდევს სერიოზულობა და იუმორით ნარევი სიმსუბუქე. მოლეკულური კავშირებითა თუ სახეებით ფორმირებული ფიგურები გვაბრუნებენ ჩვენი სამყაროს ფუნდამენტურ მახასიათებელთან, ენტროპიის ციკლთან, რომელშიც მატერია ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაედინება, ხოლო ატომები და უჯრედები უწყვეტი გარდაქმნის პროცესში იშლებიან და ახალ სტრუქტურებში ერთიანდებიან.
რაც შეეხება ფოტოგრაფიულ გამოსახულებებს, ისინი ცდილობენ დააფიქსირონ მუდმივობის ის წამი, რომელიც ჩვეულებრივ დროის დინებაში იკარგება. ამ მცდელობაში იკვეთება სურვილი, მოიძებნოს რაიმე მყარი, გადაიხედოს რეალობა, რომელსაც უცვლელად მივიჩნევთ და გამოიკვეთოს ახალი წესრიგი. ეს ჰგავს ადამიანებისგან დაცლილ სივრცეს, რომელიც მაინც ინარჩუნებს საგანთა ნაკვალევს - ყოფნის იმ ნიშნებს, რომლებიც ადვილად არ ქრება.
1960-იანი წლების მაგიდების ფრაგმენტებისა და ლაკირებული მეტალის თეფშებისგან შექმნილი ობიექტები ატომური კავშირების გრაფიკულ სტრუქტურებს მოგვაგონებს. მათ საფუძვლად ორი გამონათქვამი უდევს: ფრანც ბრენტანოს — „ყველაფერი ქიმიაა“ და ბერნარდ რიმანის-„ყველაფერი გეომეტრიაა“. ეს ორი ხედვა უხილავ დონეზე ერწყმის ერთმანეთს და ქმნის სივრცეს, სადაც ფიზიკური კოსმოლოგია და სამყაროს არსის გააზრება ერთიან კონტექსტში იკითხება.
ქეთი კაპანაძე (1962, თბილისი) ჯერ კიდევ თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, შექმნა თავისი პირველი კონცეპტუალური გრაფიკული და ფოტო ნამუშევრები. იგი საბჭოთა საქართველოში კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო. ამ დროიდან მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ნორტონ და ნენსი დოჯების არაკონფორმისტული ხელოვნების კოლექციის მუდმივ ექსპოზიციაში - ჯეინ ვურჰის ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში, რატგერსის უნივერსიტეტში (აშშ).
1990–1999 წლებში კაპანაძე უკვე აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო პროექტებში. მისი საქმიანობა მხარდაჭერილი იყო შეფილდის ქალაქის პოლიტექნიკური ინსტიტუტის, გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA), შვეიცარიის ფედერალური ფონდის BAK-ის (ბერნი) და IAAB Christoph Merian Stiftung-ის (ბაზელი) სტიპენდიებით. 1997 წელს თბილისში მიიღო ფოტოგრაფიის პირველი პრემია, რომელიც „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული. 1998 წელს იგი გახდა ქართული სახელოვნებო ჟურნალი „Signal“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი.
2000 წელს კაპანაძე გერმანიაში გადავიდა Baumann Stiftung-ის მხარდაჭერით. 2001 წელს იგი მიწვეული იყო პროფესორის სტატუსით მაიცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტში, 2007 წელს მიიღო Cité des Arts-ის სტიპენდია პარიზში, საფრანგეთის მეცნიერების, კვლევისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი ნამუშევრები დაცულია მნიშვნელოვან ევროპულ კოლექციებში, მათ შორის: ბოხუმის მუზეუმში, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეაში, შტუტგარტის კულტურის სამინისტროში, ევროპის საპატენტო ოფისში (მიუნხენი), გეპინგენის სახელმწიფო სამხატვრო გალერეასა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MMOMA).
ბუკია ვახანია ბერლინის საგამოფენო სივრცეში მასპინძლობს ქართველი ხელოვანის ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას “კარმა”.