ბუკია ვახანია (ადრე ცნობილი, როგორც „გალერეა ართბითი“) პიონერი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა დაფუძნდა თბილისში (საქართვველო). გალერეა წარადგენს სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებულ და დამწყებ ქართველ ხელოვანებს. 2026 წელს გალერეამ ბერლინში, ქალაქის შუაგულში, ახალი საგამოფენო სივრცე გახსნა, რაც მისი საერთაშორისო გაფართოების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა.

2014-17 წლებში გალერეამ დაიწყო მოგზაურობა, როგორც ექსპერიმენტალურმა სივრცემ. მოძრავი გალერეა საზღვაო კონტეინერს წარმოადგენს და ყოველი გამოფენისთვის სხვადასხვა ადგილას ჩერდება. ის თანამედროვე ხელოვნებას საქართველოს პერიფერიულ რეგიონებს აცნობს, სადაც მუზეუმები და გალერეები ვერ ფუნქციონირებს. 2017 წლის ოქტომბერში გალერეამ თბილისის შუაგულში პერმანენტული სივრცე იპოვა და 2025 წლამდე „გალერეა ართბითის“ სახელით საქმიანობდა.

ბუკია ვახანია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეში — თანამშრომლობს წამყვან მუზეუმებთან და ინსტიტუციებთან და მონაწილეობს ისეთ სახელოვნებო ბაზრობებში, როგორიცაა Art Basel, Frieze London, Paris Internationale, NADA Miami, ARCOmadrid, Basel Social Club და Art Collaboration Kyoto.