artbeat_gallery
  • ჩვენს შესახებ
  • ხელოვანები
    დავით აფაქიძე
    თამარ ბოჭორიშვილი
    ირაკლი ბუგიანი
    ანა გზირიშვილი
    ქეთი კაპანაძე
    ნინა კინწურაშვილი
    ავთო მესხი
    მაია ნავერიანი
    ნატო სირბილაძე
    გიო სუმბაძე
    ბესო უზნაძე
    ნიკა ქუთათელაძე
    სალომე ჩიგილაშვილი
    თამუნა ჭაბაშვილი
    მამუკა ჯაფარიძე
    თამო ჯუღელი
  • თბილისი
    მიმდინარე
    წარსული
  • მოძრავი გალერეა
    წარსული
  • Off Site
    წარსული
  • ხელოვნების ბაზრობები
    წარსული
  • პრესა
  • კონტაქტი
EN / ქა
English / ქართულად
წინა შემდეგი
წარსული
მიმდინარე
მიმდინარე წარსული
2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
წინა შემდეგი

სალომე ჩიგილაშვილი - ჰორიზონტები, კედლები, ჰორიზონტები…

ბუკია ვახანია, მიხეილ ზანდუკელის ქ. 27, თბილისი, საქართველო

29 ოქტომბერი - 6 დეკემბერი, 2026

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბუკია ვახანია თავის  საქმიანობას ახალ ლოკაციაზე აგრძელებს. ზანდუკელის 27 ნომერში მდებარე საგამოფენო სივრცე სალომე ჩიგილაშვილის პერსონალური გამოფენით „ჰორიზონტები, კედლები, ჰორიზონტები…“ იხსნება.

გამოფენის კონცეფცია თავად სივრცის ტრანზიტულ მდგომარეობას ეხმიანება. სივრცე ჯერ კიდევ განახლების პროცესშია: ინტერიერში შემორჩენილ ელემენტებს თანდათან ახალი მასალები და კონსტრუქციები ენაცვლება. ამ ცვლილებების ფონზე კვლავ იკვეთება ბათქაშისა და კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, რომლებიც თავისებურ მიკროსისტემას ქმნის და ერთგვარ რეზისტენტულობას ამჟღავნებს.

სივრცის ეს გარდამავალი მდგომარეობა თავისებურ გაგრძელებას პოულობს ექსპოზიციაშიც. სკულპტურულ-არქიტექტურული ობიექტები და ნაქარგი ტილოები ერთიან სივრცით ინსტალაციას ქმნის, რომელშიც ქარგვის ტრადიციული ტექნიკა არქიტექტურულ ფორმებს ერწყმის და ახალ განზომილებას იძენს.

იკითხება. ქარგვა საუკუნეების განმავლობაში ყოფითი კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა დეკორატიულ ფუნქციასთან ერთად მას საკრალური დატვირთვაც ენიჭებოდა. ამასთანავე, ეს საქმიანობა არსებით ადგილს იკავებდა ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მნიშვნელოვანწილად მის თვითმყოფადობასაც განსაზღვრავდა.

ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია სალომე ჩიგილაშვილის შემოქმედებაში თავისებურ გაგრძელებას პოულობს: ქსოვილი აქ ბეტონსა და არქიტექტურულ კონსტრუქციებს ერწყმის. თუმცა ეს ურთიერთმიმართება მხოლოდ ფორმალური ხასიათის არ არის. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ამ ორი პრაქტიკის სოციალური კონტექსტიც, რამდენადაც ქარგვა ტრადიციულად ფემინურ სივრცესთან, ხოლო მშენებლობა პატრიარქალურ წყობასთან ასოცირდებოდა. ჩიგილაშვილის შემოქმედებაში ეს ორი პრაქტიკა ერთ სივრცეში იყრის თავს, სადაც ქარგვის ინტიმური, ხელით შესრულებული ფორმები მონოლითურ  სტრუქტურებთან ჰიბრიდულ ურთიერთმიმართებას ბადებს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სივრცის აღქმის საკითხიც, რომელიც სასრულობისა და უსასრულობის ფენომენოლოგიურ გამოცდილებას უკავშირდება. ჰორიზონტისა და არქიტექტურული ფორმების უწყვეტი მონაცვლეობა სივრცის ღიაობისა და შემოსაზღვრულობის განცდას ბადებს. სწორედ ამ დაპირისპირებაში იკვეთება გამოფენის კონცეპტუალური ბაზისი, რომელიც ხელოვანის შემოქმედებით ძიებასაც განსაზღვრავს. ამავე პრინციპით ვითარდება საექსპოზიციო სივრცეც: არქიტექტურული ობიექტებით შემოსაზღვრული არე თანდათან იხსნება, მის მიღმა კი კვლავ ახალი ბარიერი იკვეთება, რომელსაც თავის მხრივ ახალი ჰორიზონტი ენაცვლება.

გალერეაში შესვლისთანავე მზერა არქიტექტურულ ობიექტზე ჩერდება: ბეტონის ორი მონოლითური სვეტიდან გადმოსული ნაქარგი ქსოვილი თანდათან იშლება და ნამუშევარს თავისუფალ განფენილობას სძენს, ამით კი მის სტატიკურ სტრუქტურას მეტ დენადობას ანიჭებს. ეს ობიექტი ძველეგვიპტურ ობელისკს მოგვაგონებს, რომელიც მზის ღვთაების კულტთან იყო დაკავშირებული. ხელოვანი ამ ისტორიული მონუმენტის არა მხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობაზე, არამედ მის ფორმასა და სივრცით ბუნებაზეც რეფლექსირებს. ფორმის ტრანსფორმაციის შედეგად ბეტონის სვეტები სივრცეში აღმართულ კედლებად, ერთგვარ ბარიერებად აღიქმება.

ინსტალაციის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი მართკუთხა ბეტონის ფილების წყებაა, რომელთა ზედაპირზეც ნაქარგი ორნამენტებია დატანილი. ისინი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ არქიტექტურულ ფრაგმენტებს მოგვაგონებს, რომელთა ზედაპირზეც თითქოს დროის კვალია შემორჩენილი. თითოეული ფილის ზედაპირზე რელიეფური და ხაზოვანი ფორმებია დატანილი. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიგრძით, სისქით, მიმართულებითა და სიმჭიდროვით. ხშირ შემთხვევაში ხაზები პარალელურად ვითარდებიან, ზოგჯერ კი ერთმანეთს კვეთენ, იშლებიან ან ერთიანდებიან.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნაქარგი ტილოები ამ ურთიერთობას განსხვავებული მიმართულებით ავითარებენ. ბეტონის კონსტრუქციებისგან განსხვავებით, აქ ფორმები უფრო თავისუფალი და დენადია, ხოლო მათი ტექსტურული და ტაქტილური ხასიათი სიბრტყეს უფრო მეტ რელიეფურობას სძენს. ამგვარად, გამოსახულება აღარ აღიქმება მხოლოდ ქსოვილის ზედაპირზე განვითარებულ ფორმად და გარკვეულ სივრცით მოცულობასაც იძენს. ამგვარი მოცულობითობა თითქოს არქიტექტურულ ბარელიეფთანაც ქმნის ასოციაციას, რაც საუკუნეების განმავლობაში ზედაპირზე გამოსახულების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა იყო.