დავით აფაქიძე - შენდობით მომიხსენიეთ
ბუკია ვახანია, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი
3 აპრილი - 24 მაისი, 2026
ბუკია ვახანია თბილისის საგამოფენო სივრცეში მასპინძლობს დავით აფაქიძის პირველ პერსონალურ გამოფენას ‘შენდობით მომიხსენიეთ’.
გამოფენა შთაგონებულია სერგო ფარაჯანოვის დაცენზურებული კინოსცენარით ‘შუშანიკის წამება’. გამოფენის ავტორი მიყვება ამ უძველესი აგიოგრაფიული ტექსტის ფარაჯანოვისეულ ხედვასა და ჩანახატებს, რომლებიც რეჟისორმა თავისივე სცენარს დაურთო. მოწამე ქალის, დედოფალ შუშანიკის გამოსახვით ხელოვანი უბრუნდება ადრეული ქრისტიანობის ტრადიციას და მარტვილობას, ასკეტიზმს, ექსტაზის გამოცდილებებს წარმოაჩენს როგორც ღვთაებრივთან, ტრანსცენდენტურთან მიახლოების გზას. ვტორს აინტერესებს სხული, როგორც არსობრივი კომპონენტი ღვთისმოსაობის ამ უძველეს ტრადიციაში.
ფარაჯანოვის ვერსიაში შუშანიკის ვნებანი ცხადად და დაუფარავად უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, რაც ალბათ გახდა კიდეც ფილმის პროექტის ვერ განხორციელების მიზეზი, თავად რეჟისორის ეთნიკურ და სექსუალურ იდენტობასთან ერთად. ნამუშევრების ეს სერია ცდილობს გააცოცხლოს ის, რაც აიკრძალა, დაიკარგა და წაიშალა - და გააცოცხლოს სწორედ ახლა, როცა ცენზურის მექანიზმები ისევ ჩართულია და კვლავ განსაზღვრავს ხელოვნების ყოფნა-არყოფნას.
დავით აფაქიძე (დ. 1998, ფოთი) არის ვიზუალური ხელოვანი, კურატორი და ხელოვნებათმცოდნე, ასევე Fungus Project-ისა და Fungus Gallery-ის თანადამფუძნებელი ქუიარ ხელოვნების ინიციატივები კავკასიის რეგიონში. მან სწავლა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხელოვნების ისტორიის მიმართულებით, სადაც მისი ძირითადი ფოკუსი შუასაუკუნეების მართლმადიდებლური ხელოვნება იყო — გავლენა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს მის შემოქმედებით პრაქტიკას.
მისი პრაქტიკა მოიცავს სკულპტურას, ქარგვას, ბეჭდურ გრაფიკას და ვიტრაჟს, სადაც ქართული მართლმადიდებლური იკონოგრაფია ქუიარ პერსპექტივიდან გადამუშავდება. მისი კვლევაზე დაფუძნებული მიდგომა იკვლევს იდენტობის, ტრადიციებისა და ქუიარობის გადაკვეთის საკითხებს.
აფაქიძე მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეზიდენციებსა და გამოფენებში, მათ შორის: Lerblabor (ბერლინი, 2021), Open Out Festival (ტრომსო, 2023), Gallery Artbeat (თბილისი, 2024), Zachęta Gallery (ვარშავა, 2024) და MeetFactory (პრაღა, 2025). 2025 წელს მან მიიღო Claus Michaletz Prize და KVOST-ის სტიპენდია. KVOST-მა ბერლინის ხელოვნების კვირეულის ფარგლებში წარმოადგინა მისი პერსონალური გამოფენა The Knight at the Crossroads.
განსაკუთრებული მადლობა: სალომე ასათიანი, გიორგი გოგოლაძე, ნინო გოდერიძეს, ნიკოლოზ დევდარიანს, გიორგი მაისურაძეს, ნინი მამალაძეს, ქეთი მანგოშვილს, ზვიად მენთეშაშვილს, ნაჯა ორაშვილს, ლუკა ფანცხავას, მარიამ ყიასაშვილი, მარიამ ჭანტურიას, სალომე ჯაშს.